საქართველოში ელექტრო ბუხრების ბაზარი ეტაპობრივად განვითარდა და პრემიუმ კლასის საცხოვრებლის ინტერიერის განუყოფელ ნაწილადაც იქცა. დღეს ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა კომპანია DNA, რომლის ეკოსისტემაც მრავალფეროვან დიზაინერულ მოდელებს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და სპეციალიზებულ შოურუმს მოიცავს.
DNA-მ ამ მიმართულებით მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც გათბობის ბაზარზე ჭარბობდა პრაქტიკული გაზის გათბობის მოწყობილობები და შეშის ბუხრები, რომელთა გამოყენებაც შედარებით რთულია. შედეგად, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება ესთეტიკასა და პრაქტიკულობას შორის უწევდა.
კომპანიაში ამ გამოწვევის გადაჭრა სურდათ. ამასთან, მიზანი არა მხოლოდ გათბობის მოწყობილობების, არამედ ჰოლისტური მიდგომის შეთავაზება იყო, რომელიც მოიცავდა ინტერიერსაც, დიზაინსაც და გააერთიანებდა კომფორტს, ტექნოლოგიასა და ესთეტიკას.
“ქართული სახლი ისტორიულად ყოველთვის კერის გარშემო იქმნებოდა. ტრადიციული თონე თუ ძველი თბილისის სახლების ბუხარი მხოლოდ სითბოს წყარო არ ყოფილა — ის ოჯახის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა, სადაც იკრიბებოდნენ თაობები, იქმნებოდა ტრადიციები და განსაკუთრებული ემოციური გარემო.
განაშენიანების სწრაფმა ტემპმა და გამკაცრებულმა ეკოლოგიურმა სტანდარტებმა ახალი რეალობა შექმნა. ჩვენ კი გვინდოდა, შეგვენარჩუნებინა ქართული სახლისთვის დამახასიათებელი სიმყუდროვე თანამედროვე საცხოვრებლებში, სადაც კლასიკური შეშის ბუხრის მონტაჟი ტექნიკურად შეუძლებელია ან უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს” – ამბობს DNA-ის დირექტორი, ნატალია ძიძიშვილი.
კომპანიაში პასუხი თანამედროვე ტექნოლოგიებში, ახალი თაობის ელექტრო ბუხრებში იპოვეს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილის, პრესტიჟისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. დღეს ელექტრო ბუხრებს მრავალფუნქციურობა გამოარჩევს — ეფექტურად ათბობს სივრცეს, ხოლო შესაბამისი რეჟიმის ჩართვისას გრილი ჰაერის მიწოდებაც შეუძლიათ. ამასთან, ვიზუალური ალის ეფექტის შექმნა ენერგოეფექტური LED ტექნოლოგიით ხდება, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას მინიმუმამდე ამცირებს.
“ბოლო ერთი წლის გაყიდვების დინამიკა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ინოვაციურ ელექტრო ბუხრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიზეზი მხოლოდ მათი დახვეწილი დიზაინი არ არის — ახალი მოდელები მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, რაც კომუნალური ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობასაც იძლევა.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ელექტრო ბუხრები უბრალო იმიტაციიდან საინჟინრო ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად აქცია. ისინი აღარ იმეორებს მხოლოდ ღია ცეცხლის ვიზუალს, არამედ, ულტრაბგერითი აორთქლების ტექნოლოგიის, წყლისა თუ ორთქლის 3D ეფექტებისა და შეშის ტკაცუნის რეალისტური ხმის წყალობით, ქმნის ცოცხალი ალის ილუზიას” – გვიხსნის ნატალია ძიძიშვილი.
თანადროულად, განვითარდა მართვის სისტემებიც. „ჭკვიანი სახლის“ პლატფორმასთან ინტეგრაცია, სმარტფონით დისტანციური მართვა და ტემპერატურის ზუსტი რეგულირება დღეს ელექტრო ბუხრების სტანდარტულ შესაძლებლობად იქცა.
ცნობილ ბრენდ Dimplex-თან თანამშრომლობით DNA მომხმარებლებს სთავაზობს იმგვარ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა Opti-Myst და Opti-V — ეს სისტემები უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა და დიზაინის საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ Dimplex-ის ბუხრების მთავარი უპირატესობა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია არაა და არანაკლებ მნიშვნელოვანია მონტაჟის სიმარტივე, ინოვაციური ტექნოლოგიები და საიმედოობა, რომელსაც ევროპელი მწარმოებლის მრავალწლიანი გამოცდილება და რეპუტაცია ამყარებს.
მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად და პროცესის მაქსიმალურად გასამარტივებლად, თბილისში მოქმედებს სპეციალიზებული შოურუმიც, პროდუქციის შეძენა კი ბათუმისა და ქუთაისის პარტნირ მაღაზიებშიცაა შესაძლებელი. აქ წარმოდგენილი მოდელები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ადგილზე შეაფასოს თითოეული პროდუქტის ვიზუალური მხარე, ტექნიკური მახასიათებლები და გააკეთოს გააზრებული არჩევანი.








