OMNO-ს გუნდის გზა და გამოწვევები ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში

OMNO-ს გუნდის გზა და გამოწვევები ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში

OMNO, როგორც ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, ამარტივებს გადახდის პროცესებს და აერთიანებს ყველა საჭირო სერვისს ერთ პლატფორმაზე. კომპანია ეხმარება ბიზნესებს მართონ ოპერაციები ეფექტურად და უსაფრთხოდ.

ამჯერად, ვესაუბრეთ OMNO-ს ბიზნეს დეველოპმენტის გუნდის ხელმძღვანელს, გიორგი გენძეხაძეს, რომლის გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა განსაზღვრავს კომპანიის განვითარების ახალ მიმართულებებს.

მისი როლი OMNO-ს სტრატეგიაში ისევე კრიტიკულია, როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რადგან ის უზრუნველყოფს პლატფორმის განვითარებას და მის გამოყენებას ბიზნესებისთვის საერთაშორისო მასშტაბით.

„როდესაც გუნდს შევუერთდი, მხოლოდ იდეა გვქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კომპანია. დღეს OMNO გლობალური მასშტაბით საქმიანობს და მომხმარებლებს სთავაზობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამარტივებს და აძლიერებს მათ ოპერაციებს,“

გვინდა გაგიზიაროთ გიორგისა და მისი გუნდის ხედვა OMNO-ს განვლილ გზასა და სამომავლო განვითარებაზე.

იდეიდან გლობალურ პროდუქტამდე

 გიორგი OMNO-ს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როცა კომპანია მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. ეს იყო პერიოდი, როცა გუნდმა უდიდესი გამოწვევები გადალახა და სწავლის პროცესში ჩამოაყალიბა პროდუქტზე საერთო ხედვა. ორი წლის შემდეგ, OMNO უკვე საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ ფუნქციებს, რომლებიც ბიზნეს ოპერაციებს ამარტივებს და უფრო მოქნილს ხდის.

„მე განათლებით იურისტი ვარ, დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. იურიდიული განათლება მეხმარება ბიზნესის რეგულაციური და საოპერაციო რისკების მართვაში, ასევე ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაში“.

კლიენტებთან კომუნიკაციისა და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება გიორგის დაეხმარა კომპანიის სტრატეგიული განვითარების პროცესში, კლიენტების საჭიროებების ზუსტი შეფასების შესაძლებლობაში და OMNO-ს პოზიციონირების გაუმჯობესებაში საერთაშორისო ბაზარზე.

OMNO- გლობალური სტრატეგია

გიორგის მთავარი ხედვა OMNO-ს პროდუქტის შესახებ დაფუძნებულია მომხმარებლის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებაზე:

„OMNO აერთიანებს ყველა გადახდის მეთოდსა და პროვაიდერს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს უკეთ მართონ ოპერაციები ერთი ინტეგრირებული სისტემის ფარგლებში“.

მისი მიზანია უზრუნველყოს:

  • მაქსიმალური მოქნილობა და ეფექტურობა;
  • გადახდების წარმატების მაჩვენებლების ზრდა;
  • საოპერაციო სირთულეების მინიმუმამდე დაყვანა.

OMNO-ს საერთაშორისო სტრატეგია დღეს მსოფლიოს 70%-ს ფარავს, მათ შორის: ევროპას, ავსტრალიას, აფრიკას, სამხრეთ ამერიკასა და კანადას. როგორც გიორგი აღნიშნავს, გუნდის შემდეგი ნაბიჯი სხვა რეგიონების ათვისება და ტრენდული, ალტერნატიული გადახდის საშუალებების, მაგალითად, კრიპტო გადახდების, დანერგვაა.

გუნდი და გამოწვევები

„ჩვენი გუნდის დახმარებით ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით, რადგან თითოეული მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია“.

ამჟამად გუნდი დგას რამდენიმე სტრატეგიული გამოწვევის წინაშე:

  1. ახალი პროვაიდერების დამატება და კლიენტებზე მორგებული, პლატფორმის მოქნილი  ინსტრუმენტების შეთავაზება საერთაშორისო ბაზრისთვის;
  2. ახალი რეგიონების ათვისება;
  3. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ინდუსტრიაში ლიდერობის შესანარჩუნებლად.

OMNO-ს მიზანია, პირველმა დანერგოს თანამედროვე და ინოვაციურ სოლუშენები ბაზარზე.

გიორგი გენძეხაძის პროფესიონალიზმი და ხედვა OMNO-ს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. მისი სტრატეგიული მიდგომა, მენეჯერული უნარები და კლიენტების საჭიროებების გააზრება ხელს უწყობს კომპანიას დაიკავოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.

OMNO აგრძელებს თავისი პლატფორმის გაფართოებასა და განვითარებას, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო ეფექტური, უსაფრთხო და თანამედროვე გადახდის ინსტრუმენტები. ამ ყველაფრის უკან კი დგას გუნდის დაუღალავი შრომა და ინოვაციური ხედვა.

S