ტოპ-20 ქვეყანა საბრძოლო ტანკების რაოდენობის მიხედვით

ტოპ-20 ქვეყანა საბრძოლო ტანკების რაოდენობის მიხედვით

ტანკები წლების განმავლობაში სამხედრო ძალის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. თუმცა ბოლო პერიოდში მათი როლი მწვავე განხილვის საგნად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ასობით რუსული ტანკის განადგურება შეძლო. აშშ-ის ევროპული სარდლობის შეფასებით, რუსეთმა 2024 წელს უკრაინაში დაახლოებით 3000 ტანკი დაკარგა.

ამის მიუხედავად, ეს საბრძოლო მანქანები არაერთი ქვეყნისთვის დღესაც სამხედრო შესაძლებლობების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სტატიაში წარმოგიდგენთ ქვეყნების რეიტინგს მათ განკარგულებაში არსებული საბრძოლო ტანკების რაოდენობის მიხედვით. რეიტინი Visual Capitalist-მა Global Firepower-ის მონაცემების საფუძველზე შეადგინა. მონაცემები მიმდინარე მდგომარეობას ასახავს და მოიცავს დაახლოებით შეფასებებს იმ შემთხვევებში, როდესაც ოფიციალური მაჩვენებლები მიუწვდომელი იყო. აქვე საყურადღებოა, რომ რეიტინგში ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გათვალისწინებული არ არის.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები მკვეთრად გააფართოვა. მაშინ, როდესაც ცივი ომის შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები შეამცირეს, ჩინეთმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 566%-ით გაზარდა და მსოფლიოში სამხედრო დანახარჯების კუთხით მეორე ადგილზე გადავიდა – მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები უსწრებს.

ამ ინვესტიციამ ხელი შეუწყო ტანკების ფლოტის მნიშვნელოვან ზრდასაც. 2023 წლიდან ჩინეთმა გადაუსწრო როგორც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას, ასევე აშშ-საც, და დღეს მას მსოფლიოში საბრძოლო ტანკების უდიდესი ფლოტი აქვს – 6,800 ტანკით.

ჩინეთს მეორე და მესამე პოზიციებზე რუსეთი და შეერთებული შტატები მოსდევს, შესაბამისად, 5,750 და 4,640 ტანკით. ჩრდილოეთ კორეა 4,344 ტანკით მეოთხე ადგილზეა და ოდნავ უსწრებს ინდოეთს, რომელიც 4,201 ტანკს ფლობს.

ტოპ-20 ქვეყანა საბრძოლო ტანკების რაოდენობის მიხედვით (2025 წელი):
რანგიქვეყანატანკების რაოდენობა
1ჩინეთი6,800
2რუსეთი5,750
3აშშ4,640
4ჩრდილოეთ კორეა4,344
5ინდოეთი4,201
6ეგვიპტე3,620
7პაკისტანი2,627
8თურქეთი2,238
9სამხრეთ კორეა2,236
10ირანი1,713
11ალჟირი1,485
12იორდანია1,458
13ვიეტნამი1,374
14საბერძნეთი1,344
15ისრაელი1,300
16უკრაინა1,114
17ერაყი1,025
18მაროკო903
19ტაივანი888
20საუდის არაბეთი840