აგვისტოში ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

აგვისტოში ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 321.55 მილიონი აშშ დოლარი (868.7 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.7%-ით (31 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 144.29 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 44.87%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 11.71% შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, აგვისტოში ფულადი გზავნილებით კვლავ აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 59.30 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 16.81%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 53.36 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 8.27%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 41.32 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 2.89%-იანი კლება აღინიშნა.

10 ქვეყანა, საიდანაც 2025 წლის აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს: 

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მილიონი აშშ დოლარი (96.4 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8%-ით მეტია.