ზელენსკი თეთრ სახლში ტრამპს შეხვდა - უკრაინა Tomahawk-ების მიწოდებას იმედოვნებს

ზელენსკი თეთრ სახლში ტრამპს შეხვდა - უკრაინა Tomahawk-ების მიწოდებას იმედოვნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მართავს. უკრაინის ლიდერს იმედი აქვს, რომ ტრამპს მისი ქვეყნისთვის Tomahawk-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე დაითანხმებს.

„დიდი პატივია ძალიან ძლიერ ლიდერთან ერთად ყოფნა – ადამიანთან, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა და რომელიც ძალიან კარგად გავიცანი. ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს“, – განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან სადილის დროს.

ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და ხაზი გაუსვა როგორც მშვიდობის აუცილებლობას, ასევე ბრძოლის ველზე უკრაინის ბოლოდროინდელ წარმატებებს.

„გვესმის, რომ პუტინი მზად არ არის. ვფიქრობ, რომ (ის) მზად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ამ ომის შეჩერება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. „ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ბრძოლის ველზე წარმატებულ ნაბიჯებს ვერ დგამენ და ეს კარგია. ვფიქრობ, მათი არმია ახლა სუსტია და ბევრი დანაკარგი აქვს“.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრისა და უნგრეთში დაგეგმილი სამიტის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ იმართება.