Georgian Bar Academy - როგორ ჩამოყალიბდა ბარის განათლების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა საქართველოში?

Georgian Bar Academy - როგორ ჩამოყალიბდა ბარის განათლების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა საქართველოში?

ბოლო წლებში საქართველოში ბარის კულტურა სწრაფად ვითარდება. თანამედროვე კოქტეილ-ბარები, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პროფესიონალი ბარმენების მზარდი რაოდენობა მიუთითებს, რომ ინდუსტრია აქტიური განვითარების ეტაპზეა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს Georgian Bar Academy-ის, საგანმანათლებლო და პროფესიულ პლატფორმას, რომელიც ბარმენის პროფესიის განვითარებასა და ბარის ინდუსტრიის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში Bar Academy ბაზარზე განსაკუთრებით გააქტიურდა და დღეს უკვე საქართველოში ბარის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.

აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მთავარი მიზანია ბარმენის პროფესიის გადაქცევა სრულფასოვან კარიერულ მიმართულებად. კურსები მოიცავს როგორც პრაქტიკულ სწავლებას კოქტეილების მომზადების ტექნიკებში, ასევე თეორიული ცოდნის შეძენას ალკოჰოლური სასმელების, მიქსოლოგიის, სტუმარმასპინძლობისა და ბარის მენეჯმენტის შესახებ.

აკადემიის დაარსებიდან დღემდე 600-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა სწავლება, ხოლო წლის განმავლობაში საშუალოდ 6 პროფესიული კურსი ტარდება.

Georgian Bar Academy-ის თანადამფუძნებლები არიან პროფესიონალი ბარმენები: საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ალექსანდრე სანდრო ცისკაძე  და ვასილ ღონღაძე, რომელიც ინდუსტრიაში ფართოდ არის ცნობილი როგორც ვაკო ღონღაძე და არის საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი. სწორედ მათმა მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ განაპირობა აკადემიაში ისეთი პროგრამების შექმნა, რომლებიც რეალურ ინდუსტრიულ საჭიროებებს ეფუძნება.

„ბარის ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და განათლება არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ამ სფეროს ხარისხს განსაზღვრავს“, – ამბობს Georgian Bar Academy-ის თანადამფუძნებელი ალექსანდრე სანდრო ცისკაძე.

Georgian Bar Academy-ის საქმიანობა მხოლოდ საგანმანათლებლო მიმართულებით არ შემოიფარგლება. ორგანიზაცია ბარის ინდუსტრიას სთავაზობს სხვადასხვა პროფესიულ სერვისს, მათ შორის ბარების პროექტირებას, საავტორო კოქტეილების მენიუს შექმნას და კონსულტაციას ბარის კონცეფციისა და ოპერაციული პროცესების განვითარებაში.

კომპანია ასევე უზრუნველყოფს ბარმენეჯმენტით მომსახურებას მცირე და დიდი მასშტაბის ღონისძიებებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. Bar Academy-ის გუნდი ყოველწლიურად 30-ზე მეტ მსხვილ ივენთსა და კორპორაციულ ღონისძიებას ემსახურება.

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ ერთი მიმართულებაა პროფესიონალური ბარის აქსესუარებისა და ჭურჭლის გაქირავება, ასევე პროფესიონალური ბარების ინსტალაცია და გაქირავება სხვადასხვა ღონისძიებისთვის. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებითაც.

Georgian Bar Academy-ის ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენს მისი შვილობილი კომპანია Baracademy Shop and More, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროფესიონალურ ბარის ინვენტარს, ასევე საშუალო და მაღალი კლასის ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს. კომპანია ასევე ატარებს სამოყვარულო კოქტეილების მასტერკლასებს ორგანიზაციებისა და კერძო ჯგუფებისთვის.

Georgian Bar Academy ასევე არის DJ Bar Aivani-ის თანადამფუძნებელი. DJ Bar Aivani მდებარეობს თამარ მეფის გამზირის 18 ნომერში და გამოირჩევა მაღალი ხარისხის კოქტეილებით, მყუდრო და დეტალებზე ორიენტირებული ინტერიერითა და ექსტერიერით, ტერასით და პროფესიონალთა მეგობრული სტაფით. ბარი სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ ატმოსფეროს და ხარისხიან კოქტეილებს, რაც მას თბილისის ღამის ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო სივრცედ აქცევს.

აკადემიის კურსდამთავრებულები დღეს აქტიურად არიან დასაქმებული თბილისის წამყვან ბარებსა და ბრენდული სასტუმროების რესტორნებში. პრაქტიკულად არ არსებობს ქალაქის ტოპ-კოქტეილ ბარი ან მაღალი კლასის სასტუმრო, Georgian Bar Academy-ის კურსდამთავრებული რომ არ მუშაობდეს.

აკადემიის მიერ მომზადებულ პროფესიონალებზე ინდუსტრიაში მაღალი მოთხოვნაა. დღეს 40-ზე მეტი კურსდამთავრებული დასაქმებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ბარის განათლების საერთაშორისო პოტენციალს.

Georgian Bar Academy-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ წარმატებული სტუდენტები დასაქმდნენ მაღალი სტანდარტების მქონე ბარებში, სადაც მათ ექნებათ პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

სამომავლოდ Georgian Bar Academy გეგმავს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებას და ინდუსტრიული პროექტების განხორციელებას. ამ ყველაფრის მიზანია ქართული ბარის კულტურის კიდევ უფრო აქტიური ინტეგრაცია გლობალურ პროფესიულ სივრცეში.

S