ფოტო: ETIENNE LAURENT/AFP via Getty Images
მაისის თვე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, საფონდო ბირჟებზე ზრდის ფონზე, პლანეტის 10 უმდიდრესი მილიარდერის ერთობლივმა ქონებამ 2026 წლის 1-ელი ივნისისთვის $2.9 ტრილიონს მიაღწია, რაც ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე $220 მილიარდით მეტია. ზრდას ხელი შეუწყო როგორც S&P 500-ის 5%-იანმა, ისე Nasdaq-ის 8%-იანმა მატებამ.
ყველაზე დიდი მოგება მაისში Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა დააფიქსირა. მისი ქონება ერთ თვეში $71 მილიარდით გაიზარდა და $276 მილიარდს მიაღწია. Oracle-ის აქციების მაისში 40%-ით გაძვირდა, რაც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაფართოებასა და აშშ-ის თავდაცვის სექტორთან თანამშრომლობას უკავშირდება. შედეგად, ელისონი უმდიდრესთა რეიტინგის ტოპ-ხუთეულში დაბრუნდა.
მეორე ყველაზე დიდი ზრდა Dell Technologies-ის დამფუძნებელმა მაიკლ დელმა აჩვენა, რომლის ქონებაც $67 მილიარდით გაიზარდა და $244 მილიარდს მიაღწია. Dell-ის აქციების გაძვირებას ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი სერვერების გაყიდვების მკვეთრმა ზრდამ. კომპანიის მონაცემებით, AI-სერვერებიდან მიღებული წლიური შემოსავალი ერთ წელიწადში 757%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება $7 მილიარდით გაიზარდა, რეიტინგში მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა. Meta-ს აქციების ფასის ზრდამ მხოლოდ 3% შეადგინა, რაც კონკურენტ ტექნოლოგიურ კომპანიებთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კვლავ ილონ მასკი ინარჩუნებს. მაისში მისი ქონება კიდევ $53 მილიარდით გაიზარდა და რეკორდულ $835 მილიარდს მიაღწია. Tesla-ს აქციები 14%-ით გაძვირდა, თუმცა ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება SpaceX-მა მიიპყრო. კომპანიამ გასულ თვეში საჯარო შეთავაზებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით $1.8-ტრილიონიან IPO-ს უმიზნებს. თუ IPO წარმატებით განხორციელდება, 2026 წელი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც პერიოდი, როდესაც მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ეყოლება.
ტოპ-ათეულში დაბრუნდნენ ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო და Microsoft-ის ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ბალმერი. LVMH-ის აქციების ფასის 4%-იანი ზრდის შედეგად არნომ მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო Microsoft-ის აქციების ღირებულების 10%-იანი ზრდის ფონზე ბალმერი მეათე პოზიციაზე დაბრუნდა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი, 2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით
#1 ილონ მასკი
ქონება: $835 მლრდ (+$53 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $309 მლრდ (-$4 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#3 სერგეი ბრინი
ქონება: $285 მლრდ (-$4 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $277 მლრდ (+$5 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#5 ლარი ელისონი
ქონება: $276 მლრდ (+$71 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#6 მაიკლ დელი
ქონება: $244 მლრდ (+$67 მლრდ)
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#7 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $217 მლრდ (+$7 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $182 მლრდ (+$9 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 63
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#9 ბერნარ არნო
ქონება: $148 მლრდ (+$5 მლრდ)
წყარო: LVMH
ასაკი: 77
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#10 სტივ ბალმერი
ქონება: $141 მლრდ (+$11 მლრდ)
წყარო: Microsoft
ასაკი: 70
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ










