წლიურ ჭრილში მშენებლობა 3.9%-ით გაძვირდა – რამ გამოიწვია ზრდა?

წლიურ ჭრილში მშენებლობა 3.9%-ით გაძვირდა – რამ გამოიწვია ზრდა?

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 3.9%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ივნისში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ივნისში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 0.1%-ით შემცირდა.

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 0.5%-იანი კლება აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი 5.8%-იანი მატება.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, წლიურ ჭრილში ცვლილება, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 16.6-პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.9 და 1.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობით, თვიურ ჭრილში ზრდა, „ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.“

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 29.3%-ით არის გაზრდილი.