სირიამ და რუსეთმა ტარტუსისა და ჰმეიმიმის ბაზების მომავალზე შეთანხმებას მიაღწიეს

სირიამ და რუსეთმა ტარტუსისა და ჰმეიმიმის ბაზების მომავალზე შეთანხმებას მიაღწიეს

ფოტო: Russia’s Defense Ministry

 

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სირიისა და რუსეთის მთავრობებმა ტარტუსისა და ჰმეიმიმის ბაზების მომავალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

სამინისტროს განმარტებით, სირიის სახელმწიფო სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის ჰმეიმიმის აეროპორტისა და ტარტუსის პორტის სამოქალაქო ნაწილის მართვას გადაიბარებს, რითაც შესაძლებლობა მიეცემა, ინფრასტრუქტურა თანდათან ქვეყნის სამოქალაქო ადმინისტრაციის ნაწილი გახადოს.

რაც შეეხება ობიექტების სამხედრო ნაწილებს, შეთანხმების მიხედვით, ლოკაციებზე მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურის მიზნობრიობა შეიცვლება და იქ ერთობლივი საწვრთნელი და საკვალიფიკაციო ცენტრები მოეწყობა, რითაც ორივე მხარის ინტერესებს შეინარჩუნებენ. აღნიშნული ტრანზიციისთვის 3-თვიანი ვადა განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ტარტუსის პორტი და ჰმეიმიმის ავიაბაზა წლების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მთავარი სამხედრო ობიექტები იყო. მათი ბედი კი გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში სირიის ახალმა მთავრობამ რეგიონში რუსეთის მთავარი მოკავშირის ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხო.

ცალკე განცხადებაში, სირიის პორტებისა და საბაჟოების გენერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სირია დაიკავებს ტარტუსის პორტში რუსეთის მიერ ადრე მართულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის მე-4 ნავსადგომს და მასთან დაკავშირებულ საწყობებსა და ობიექტებს.

ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი ტარტუსის პორტში კომერციული ლოგისტიკური ცენტრის შექმნას ცდილობდა, რისთვისაც საზღვაო ბაზის გარეთ არსებულ შეზღუდულ ზონას, მე-4 ნავსადგომს, გამოიყენებდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.