საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 11 429 (PPP) დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით საქართველომ 191 ქვეყანას შორის 107-ე ადგილი ეკავა. ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 12 227 (PPP) დოლარამდე გაიზრდება და რეიტინგში 104-ე ადგილზე გადავინაცვლებთ.
ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი კატარაშია – 132 886 (PPP) დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 108 951 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია წლიური 727 დოლარით. ბოლოდან მეორეზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა 823 დოლარით.
შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს კოსოვო (12 322 დოლარი) და ფიჯია (12 147 დოლარი).
ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2019 წელს