40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილებების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO AUTO FAIR 2026 გამართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40-მდე პარტნიორი ბრენდის ავტომობილები და მოტოციკლები.

ავტომობილების გამოფება-გაყიდვის ღონისძიება საქართველოს ბანკის სათავო ოფისის პარკინგზე ჩატარდა, სადაც ავტომობილების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ბრენდის ავტომობილები და მოტოციკლები, ტესტდრაივზე გამოეცადათ 80-მდე ავტომობილი და ესარგებლათ ავტომობილის შეძენის განსაკუთრებული პირობებით.

ამასთან, SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, 22 ნოემბრამდე, ეწვიოს SOLO AUTO FAIR 2026-ში მონაწილე პარტნიორ ავტოცენტრებს და სასურველი ავტომობილი სპეციალური პირობებით შეიძინოს. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

S