საბანკო სექტორში 25 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

საბანკო სექტორში 25 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში 24 998 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 145 დასაქმებულით მეტია 2017 წლის ბოლოსთვის დასაქმებულ რაოდენობაზე. 2007 წელთან შედარებით ბანკებში 10 804 ადამიანი მუშაობს.

საქართველოში სულ 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, რომლებსაც ჯამში 135 ფილიალი და 792 სერვის-ცენტრი აქვთ. ფილიალების და სერვის-ცენტრების 45% თბილისში მდებარეობს.

2018 წლის ბოლოს 4 387 ადამიანი მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რაც 792 კაცით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე, ხოლო 900-ით 2016 წლის დასაქმებაზე.

გრაფიკი: კომერციულ ბანკებში დასაქმებულთა რაოდენობა, წლის ბოლოსთვის