გლობალიზაციის ინდექსს ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს, რომელიც 203 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავენ. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის და უცხოური კაპიტალის მოძრაობის სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრება.
იანვრის ბოლოს ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგის ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებს. 2017 წელს ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველოს მე-18 ადგილი ეკავა. ზოგადად გლობალიზაციის დონით საქართველო 43-ე ადგილზეა.
ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორადაა მიჩნეულია.
ცხრილი: ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი, 2018 წელი
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
1 | სინგაპური | 93.9 |
2 | ნიდერლანდები | 89.0 |
3 | ბელგია | 88.6 |
4 | ლექსემბურგი | 88.3 |
5 | ჰონგ კონგი | 88.1 |
6 | ირლანდია | 87.9 |
7 | მალტა | 87.8 |
8 | შვეიცარია | 86.7 |
9 | არაბთა გაერთ. ემირატები | 86.6 |
10 | ესტონეთი | 86.2 |
11 | დანია | 83.8 |
12 | კვიპროსი | 83.4 |
13 | ჩეხეთი | 82.6 |
14 | შვედეთი | 82.5 |
15 | უნგრეთი | 82.4 |
16 | მავრიკი | 82.2 |
17 | ავსტრია | 82.0 |
18 | ფინეთი | 81.7 |
19 | ბაჰრეინი | 81.6 |
20 | ლატვია | 81.4 |
21 | სლოვაკეთი | 80.8 |
22 | გაერთიანებული სამეფო | 80.6 |
23 | საქართველო | 80.0 |
24 | გერმანია | 79.4 |
25 | პორტუგალია | 79.2 |