ოქტომბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 56 მილიონი დოლარით შემცირდა

ოქტომბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 56 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან, სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 56 მლნ დოლარით (2%-ით) შემცირდა და 2 894 მლნ დოლარი შეადგინა. სექტემბერში, რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე – 2 950 მლნ დოალრზე იყო.

ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 152 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2 894 მილიონი დოლარიდან 2.6 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 289 მლნ დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი: