OPEC: აზერბაიჯანის ნავთობის წარმოება 2020–2030 წლებში სტაბილური იქნება

OPEC: აზერბაიჯანის ნავთობის წარმოება 2020–2030 წლებში სტაბილური იქნება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების (OPEC) ვარაუდით, აზერბაიჯანის ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 2020–2030 წლის პერიოდში სტაბილური 0.7 მლნ ბარელი იქნება. ეს ინფორმაცია  OPEC World Oil Outlook-ზე დაყრდნობით გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო Day.az–მა.

OPEC–ის მონაცემებით, 2035–2040 წლებში აზერბაიჯანში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება ყოველდღიურად 0.6 მლნ ბარელამდე შემცირდება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2045 წლისათვის აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება ყოველდღიურ 0.5 მლნ ბარელამდე შემცირდება, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.3 მლნ–ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული OPEC–ის პროგნოზის მიხედვით, აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების ყოველდღიური წარმოება 2021 წლისათვის 750,000 ბარელს, ხოლო 2022 წლისათვის 820,000 მიაღწევს, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2020 წელს გაცილებით დაბალი, 730,000 ბარელი იყო.

2020 წლის აპრილში OPEC–ის წევრმა და სხვა არაწევრმა ქვეყნებმა შეთანხმება გააფორმეს ნავთობის ყოველდღიური წარმოების მოცულობის შემცირების შესახებ. თუმცა, მანამდე აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას 2021 წლის აგვისტო–დეკემბრის პერიოდში ნავთობის წარმოების თვეში 400,000 ბარელით ზრდის თაობაზე.  გამორიცხული არ არის, რომ ეს დეკლარაცია 2022 წლის ბოლომდეც გახანგრძლივდეს.