„ბერლინალემ“ 10 წიგნი შეარჩია, რომლებიც ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის საუკეთესოდ მიიჩნია. შერჩეულ ნაწარმოებებს შორის, რომლებსაც 14-15 თებერვალს დაგეგმილ ონლაინღონისძიება „წიგნები ბერლინალეზე“ გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები წარადგენენ, ნინო ხარატიშვილის რომანი “Das mangelnde Licht” -ი მოხვდა, ქართული სამუშაო სათაურით „უკმარი სინათლე“.
აღსანიშნავია, რომ „წიგნები ბერლინალეზე“ ღონისძიება Berlinale Co-Production Market-ის ნაწილია, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მხარდაჭერით იმართება. პროექტის მიზანია, კინოპროდიუსერები გამომცემლებთან და ლიტერატურულ აგენტებთან დააკავშიროს, რომლებიც მათთვის საინტერესო ნაწარმოებს წარმოადგენენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს „ბერლინალემ“ არჩევანი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ავტორის მიერ დაწერილ დაახლოებით 190 წიგნს შორის გააკეთა. მის მიერ შერჩეული ნაწარმოებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- “The Riff-Raff” / “Die Bagage” – მონიკ ჰელფერი, გერმანია (Monika Helfer, Germany)
- “The Sound of the Jaguar’s Roar” / “O som do rugido da onça” მიშელინი ვერუნშკი, ბრაზილია (Micheliny Verunschk, Brazil)
- “Mary” – ენ ეკჰოუტი, ნიდერლანდები (Anne Eekhout, Netherlands)
- “More Than I Love My Life” – დევიდ გროსმანი, ისრაელი (David Grossman, Israel)
- “The Granddaughter” / “Die Enkelin” – ბერნჰარდ შლინკი, გერმანია (Bernhard Schlink, Germany)
- “Spanish Beauty” – ესთერ გარსია იოვეტი, ესპანეთი (Esther García Llovet, Spain)
- “Lack of Light“ / “Das mangelnde Licht” – ნინო ხარატიშვილი, საქართველო (Nino Haratischwili, Georgia)
- “The Lamplighters” – ემა სტონექსი, დიდი ბრიტანეთი (Emma Stonex, United Kingdom)
- “Impatients” / “Les Impatientes” ჯაილი ამადოუ ამალი, კამერუნი (Djaïli Amadou Amal, Cameroon),
- “Wherever You Are” / “Wo auch immer ihr seid” – ქუე ფემი, გერმანია (Khuê Phạm, Germany)