ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და Mastercard-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU) ფინანსური ინკლუზიის გაუმჯობესებისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. ეს საეტაპო შეთანხმება ხაზს უსვამს ორივე ორგანიზაციის საერთო ხედვას, გააძლიერონ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები (MSMEs) ციფრული ინოვაციების გამოყენებითა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობით.

ADB და Mastercard შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაღრმავებას, ციფრული გადახდების დანერგვის ხელშეწყობას და ფინანსური განათლების გაძლიერებას. თანამშრომლობის მთავარი მიზანს, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე ფოკუსირებით, უსაფრთხო და მდგრადი ციფრული ეკონომიკის შექმნა წარმოადგენს.

იასემინ ბედირი, Mastercard-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – “ჩვენი თანამშრომლობა ADB-სთან წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ნაბიჯს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ციფრული ინოვაციების ძალა ინკლუზიური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენი ექსპერტიზისა და რესურსების გაერთიანებით, მიზნად ვისახავთ, შევქმნათ ხელშესახები შესაძლებლობები MSME-ებისთვის და მეწარმე ქალებისთვის ციფრულ სამყაროში ძლიერი პოზიციონირებისთვის“.

სიუზან გაბური, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი – „ფინანსური ინკლუზიურობა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ADB-ის მისიის ცენტრალურ ასპექტად შეიძლება ჩაითვალოს. Mastercard-თან ამ პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ გავაფართოებთ წვდომას ფინანსურ სერვისებზე რეგიონში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და მარგინალიზებული თემებისთვის.”

თანამშრომლობის მემორანდუმი აქტივობებისა და ინიციატივების ფართო სპექტრს მოიცავს, რომლებიც მიზნად ისახავს ციფრული ფინანსური ინკლუზიურობისა და ინოვაციების ხელშეწყობას.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკის მშენებლობისკენ მიმავალ გზაზე. ერთობლივი თანამშრომლობით, ADB და Mastercard მზად არიან გახსნან ახალი შესაძლებლობები და შექმნან მდგრადი მომავალი შემდგომი თაობებისთვის. S