მარტში მშენებლობა წლიურად 9.1%-ით გაძვირდა

მარტში მშენებლობა წლიურად 9.1%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.9%-იანი ზრდით, რამაც 0.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.1%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაში ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 35.3%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 3.4%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 1.99
პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 16.2%-ით გაიზარდა.

                                                                                                         წყარო: საქსტატი