ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. მათ შორის, თვიურ ჭრილში ფასების 0.6%-იანი ზრდა აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მარტში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 4.1%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 1.1%-იანი, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასების 3.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 0.5%-ით გაიზარდა.