აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 20%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 20%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 984 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ზრდამ  3% შეადგინა და საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 728 აშშ დოლარამდე განისაზღვრა.

გარდა ამისა, Colliers Georgia-ს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, 11%-ით შემცირდა და 1,422 ერთეული შეადგინა. პარალელურად, 17%-ით შემცირდა ბაზრის მოცულობა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობის კუთხით კლებამ 8%, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, გასულ თვეში მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა. პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი კლება უმნიშვნელოა.