აგვისტოში ექსპორტი 23.4 პროცენტით შემცირდა

აგვისტოში ექსპორტი 23.4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტი 23.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 8.7%-ით. 2014 წლის აგვისტოში 248 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის აგვისტოში 190 მლნ დოლარის. რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 24%-ით (454 მლნ დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 10%-ით (561 მლნ დოლარი).

2015 წლის პირველ რვა თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3478 მლნ დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *