აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3 441 ადამიანით გაიზარდა

აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3 441 ადამიანით გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 3 441 ადამიანით გაიზარდა. შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ჯამში 160 387 ადამიანით გაიზარდა.

საარსებო შემწეობა (მიზნობრივი სოციალური დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. შესაბამისად, დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა ნიშნავს, რომ შესაბამისი შეფასების სისტემით დათვლილი ღატაკების რაოდენობა იზრდება.

გრაფიკი – საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *