აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.4 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.4%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 0.9% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში ყველაზე მეტად (1.4%-ით) სურსათი გაძვირდა. ყველაზე მეტად გაიაფდა (0.8%-ით) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (11.9%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 43.3%-ით გაიზარდა, კომუნალურმა გადასახადებმა 1.5%-ით მოიმატა. 7.7%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *