საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა. პირველი რვა თვის (იანვარ-აგვისტოს) ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 3.0%-ით. 2016 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.