ლარის გამყარებისთვის ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

ლარის გამყარებისთვის ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

დღეს, 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3264 შეადგინა. 25 აგვისტოდან მოყოლებული, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყოდის, ჯამში 80 მლნ დოლარი გაყიდა. აშკარაა, რომ სებ ლარის კურსის შენარჩნებას 2.30-თან ახლოს ცდილობს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც საქართველოში აქტიური ტურისტული პერიოდი იწურება და ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეწოლა ძლიერდება.

დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ლარის კურსმა 2.3550-ს მიაღწია, ეროვნული ბანკის ჩარევის შედეგად კი კურსმა დაიკლო. ამ დროისთვის ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.3276-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *