აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალი 200 მილიონი ლარით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალი 200 მილიონი ლარით გაიზარდა

2016 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ივლისის ბოლოს სახელმწიფო ვალი 13.4 მილიარდი ლარი იყო. სახელმწიფო ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდამ გამოიწვია. აგვისტოში, საშინაო სახელმწიფო ვალი 304 მილიონი ლარით გაიზარდა და 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

საგარეო ვალი კი აგვისტოში 36 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.4 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. თუმცა, ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოხატული საგარეო ვალი 103 მილიონი ლარით შემცირდა.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *