აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 21.4 მლნ დოლარით (25%-ით) გაიზარდა. 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 24.3 მლნ დოლარით არის შემცირებული. აგვისტოში სულ 105.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ჯამში გზავნილები 17.5 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად საბერძნეთიდან, აშშ-დან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, საბერძნეთიდან ჩამორიცხვები 9 მლნ დოლარით გაიზარდა, აშშ-დან და ისრაელიდან შესაბამისად 3.1 და 2.7 მილიონი დოლარით გაიზარდა. 0.6 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

ცხრილი – საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები იანვარ-აგვისტოში, მლნ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *