ახალი წელი ახალი შესაძლებლობებით - NEXT ბრენდულ აპარტამენტებზე სადღესასწაულო შეთავაზებით

ახალი წელი ახალი შესაძლებლობებით - NEXT ბრენდულ აპარტამენტებზე სადღესასწაულო შეთავაზებით

საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია Next სადღესასწაულო სეზონზე მომხმარებელს პრემიუმ აპარტამენტებზე ექსკლუზიურ ფასებს სთავაზობს. ფასდაკლებები ვრცელდება ბრენდის ტოპ პროექტებზე ბათუმში, როგორებიცაა – Next Address, Next Collection, Radisson blu Residences, Wyndham Residences – და გულისხმობს 5%, 10% და 15%-მდე ფასდაკლებებს აპარტამენტებზე.

ექსკლუზიურად სადღესასწაულოდ შექმნილი შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს აპარტამენტი სასურველ კომპლექსში 15%-მდე ფასდაკლებით და შეხვდეს 2024 წელს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობით.

Next უკვე წლებია ბაზარზეა და ახორციელებს პრემიუმ პროექტებს შავი ზღვის სანაპიროზე. ბრენდის პორტფოლიო მოიცავს უნიკალურ ბიზნეს კომპლექსებს, რეზორტებს, სასტუმრო-აპარტამენტებსა და 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რომლებიც Radisson Blu-სა და Wyndham-თან თანამშრომლობით იქმნება. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, მისცეს მომხმარებელს შესაძლებლობა, შეიძინოს აპარტამენტი სასურველ კომპლექსში, მიიღოს სანდო პასიური შემოსავალი, თუ 5-ვარსკვლავიანი მომსახურება და გადავიდეს ცხოვრების შემდეგ საფეხურზე.

„ჩვენი მისიაა შევქმნათ საერთაშორისო ბრენდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრების უმაღლესი სტანდარტითა და გამორჩეული სერვისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ“ – აცხადებს Next-ის დამფუძნებელი, კახა დევაძე.

საახალწლო შეთავაზებები მრავალფეროვანია და სხვადასხვა პროექტის შემთხვევაში მომხმარებელს განსხვავებულ უპირატესობებს სთავაზობს.

ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელიც სადღესასწაულო შეთავაზებებს გთავაზობთ Next Address-ია. ბათუმის ცენტრში მდებარე Next Address იდეალური კომპლექსია საინვესტიციო და საცხოვრებელი მიზნებისთვის. ნიუ-იორკისა და დუბაის All In One კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნილ ფუნქციონალურ და ინოვაციურ მრავალსართულიან პროექტში აპარტამენტების შესაძენად ახალი წელი საუკეთესო დროა. აპარტამენტების ღირებულება მოცემულ პროექტში $42 000-დან იწყება და შიდა 0%-იანი განვადების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი მხოლოდ $916-ს შეადგენს.

ექსკლუზიურად საახალწლო აქციის მონაწილეა პროექტ Next Collection-ის აპარტამენტებიც, რომელიც იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვესა და ცხოვრების უმაღლეს ხარისხს ანიჭებს უპირატესობას.
Next Collection-ში აპარტამენტების ფასი $51 500-დან იწყება, ხოლო ყოველთვიური შენატანი 0%-იანი განვადების შემთხვევაში – 1040$-დან.

მათთვის კი, ვისთვისაც პრიორიტეტია ფლობდეს აპარტამენტს საერთაშორისო ქსელში, საუკეთესო არჩევანია Radisson blu Residences საახალწლო შეთავაზება, რომელიც 10%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. მხოლოდ ახალ წელს, პროექტში, სასტუმროს ნომრების ფასი $110 000-დან დაიწყება. გამართლებული ამბიცია რეალური ოცნებების კვალდაკვალ – ასეთია პროექტის მოტო.

ექსკლუზიურად საახალწლო შეთავაზებებში მორიგი და ყველაზე საინტერესო პირობები კი Wyndham Residences-ში დაგხვდებათ.

პრემიუმ პროექტი, მხოლოდ სადღესასწაულოდ, 15%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. თუ სანაპიროს პირველ ზოლში, ბუნებით გარშემორტყმულ უძრავ ქონებაზე გიჭირავთ თვალი, Wyndham Residences-ის სასტუმროს ნომერი სათქვენო არჩევანია. ეს არის სანდო ინვესტიცია მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში, სადაც სასტუმროს ნომრის ფასი $83,700-დან იწყება.

Next-ის საახალწლო შეთავაზება თქვენი საახალწლო ოცნებებისა და მიზნების ასრულების გარანტია და სიახლეებით სავსე წლის მსუყე შანსს გაძლევთ!

შეუერთდი Next-ის პრემიუმ აპარტამენტების მფლობელთა რიცხვს და დაიწყე ახალი წელი ახალი შესაძლებლობებით!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *