„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

ახალი პროფესიის შესწავლა ძველი გზის მიტოვებას სულაც არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს უბრალოდ ახალი უნარის შეძენას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შენსავე საქმეს სრულიად სხვა თვალით დაგანახებს.

სწორედ ასეთი შესაძლებლობა აღმოჩნდა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა პროფესიულ აკადემიებში ლუკა ბესტავაშვილისთვის.

ლუკამ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Content Marketing-ი ისწავლა, თუმცა მისი ძირითადი პროფესია ხელოვნებათმცოდნეობაა.

როგორც თავად ამბობს, Content Marketing პროფესიის შეცვლის მიზნით არ აურჩევია. მისთვის მთავარი ისეთი ცოდნისა და უნარების შეძენა იყო, რომელსაც მომავალში საკუთარ სფეროშიც გამოიყენებდა.

ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იქმნება ეფექტური კომუნიკაცია, როგორ ყალიბდება იდეა და როგორ აღწევს ის ადამიანებამდე,“გვიყვება ის

მისი აზრით, ახალი მიმართულების შესწავლა განსაკუთრებით მაშინ არის ღირებული, როდესაც ის შენს ძირითად საქმიანობასაც აძლიერებს. სწორედ ამან მისცა მოტივაცია, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სრულიად განსხვავებული სფეროც გამოეცადა.

დღეს ლუკა ხელოვნებათმცოდნეობის სწავლას აკადემიურ სივრცეში აგრძელებს. მას განსაკუთრებით აინტერესებს, როგორ აისახება სხვადასხვა ეპოქის კულტურული და სოციალური კონტექსტი ხელოვნებაზე. როგორც თავად აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ Content Marketing-ის მიმართულება მისი ძირითადი მიმართულებისგან განსხვავებულია, კურსმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ იდეის სწორად ჩამოყალიბება და მისი შესაბამის აუდიტორიამდე მიტანა თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანია.

ამბობს, რომ კურსმა ყველაზე მეტად მასში კომუნიკაციის აღქმა შეცვალა.

დღეს გაცილებით მეტ ყურადღებას ვაქცევ იმას, როგორ იქმნება კონტენტი, რა ლოგიკა დგას მის უკან და როგორ არის მორგებული კონკრეტულ აუდიტორიაზე. ვფიქრობ, ეს უნარი მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში არა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, რადგან გვასწავლის ინფორმაციის უფრო გააზრებულად მიღებასა და გადაცემას.“

ლუკასთვის მიღებული გამოცდილება მომავალშიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება. მისი თქმით, ეფექტური კომუნიკაციისა და კონტენტის დაგეგმვის უნარი ნებისმიერ პროფესიაში ფასეულია, რადგან თანამედროვე სამყაროში ცოდნის ფლობა საკმარისი აღარ არის – მნიშვნელოვანია მისი სწორად გაზიარებაც.

ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იმ მიმართულებების ეტაპობრივი განვითარება, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს.

მათ კი, ვინც პროფესიის შეცვლაზე ან ახალი უნარის შეძენაზე ჯერ კიდევ ფიქრობს, ლუკა ერთ მარტივ რჩევას აძლევს:

ახალი ცოდნის მიღების არ უნდა შეეშინდეთ. ზოგჯერ ერთი ახალი გამოცდილებაც საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ საქმეს სხვაგვარად შეხედო ან სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინო.“

ლუკასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ბანკის პროფესიული განათლების სტიპენდიასაც. მისი თქმით, დაფინანსებამ შესაძლებლობა მისცა, სწავლის პროცესზე სრულად კონცენტრირებულიყო და ახალი ცოდნა დამატებითი ფინანსური ბარიერების გარეშე მიეღო.

საქართველოს ბანკის სტიპენდია ჩემთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რომელმაც მომცა საშუალება, დამატებითი პროფესიული ცოდნა მიმეღო ისე, რომ მთავარი ყურადღება სწავლის პროცესზე გადამეტანა. ამ მხარდაჭერამ გადაწყვეტილების მიღებაც გამიმარტივა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ახალი უნარების შეძენა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა განვითარებისთვის”, – ამბობს ლუკა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებთან ერთად შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ ახალი პროფესია, განივითარონ პრაქტიკული უნარები და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

S