„ალ ნასრი“ რონალდუს სეზონში €200 მილიონს სთავაზობს

„ალ ნასრი“ რონალდუს სეზონში €200 მილიონს სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ ნასრისგან“ შეთავაზება ოფიციალურად მიიღო. როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად წინადადება განხილვის პროცესშია.

ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელს „ალ ნასრი“ კონტრაქტის 2025 წლამდე გაფორმებასა და სეზონში 200 მილიონ ევროს ჰპირდება, რაც ფეხბურთში რეკორდული შეთავაზებაა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის კლუბი რონალდუს ტრანსფერზე ზაფხულშიც აქტიურად მუშაობდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ევროპაში დარჩენა არჩია.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა. „იუნაიტედიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე რონალდუს საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 20 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის განმავლობაში ის ყველაზე ძვირად, 120 მილიონ ევროდ, 2014-2015 წლებში, ასევე 2018 წელს ფასობდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *