რომელ ქვეყნებშია მოსახლეობა ყველაზე ბედნიერი?

რომელ ქვეყნებშია მოსახლეობა ყველაზე ბედნიერი?

პიროვნული ბედნიერების განმსაზღვრელი ფაქტორების სუბიექტურობის მიუხედავად, 2002 წლიდან მოყოლებული გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების შესახებ.

გლობალური ბედნიერების ინდექსი სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური და გეოგრაფიული ინდიკატორის გათვალისწინებით სახელმწიფოებს შესაბამის სარეიტინგო ქულებს ანიჭებს.

ინდექსის სათავეში მოქცეულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა თავს უფრო დაცულად, კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობს, ვიდრე რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა.

გლობალურ რეიტინგში უმეტესწილად მაღალგანვითარებული, მდიდარი სახელმწიფოები დომინირებენ. ამჟამად სიის სათავეში ფინეთია, რომელსაც 10-ბალიან სკალაზე 7.842 ქულა აქვს; მეორე ადგილზე დანიაა, ხოლო მესამე ადგილს შვეიცარია იკავებს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 10-დან 4.891  ქულით საერთაშორისო რეიტინგში 106-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი:

1. ფინეთი – 7.842
2. დანია – 7.620
3. შვეიცარია – 7.571
4. ისლანდია – 7.554
5. ნიდერლანდები – 7.464
6. ნორვეგია – 7.392
7. შვედეთი – 7.363
8. ლუქსემბურგი – 7.324
9. ახალი ზელანდია – 7.277
10. ავსტრია – 7.268

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *