Amazon-ის Kindle ჰაკერებისათვის ადვილი სამიზნეა

Amazon-ის Kindle ჰაკერებისათვის ადვილი სამიზნეა

კვლევის თანახმად, ამაზონის მოწყობილობა Kindle და ამაზონის ანგარიში შესაძლოა მარტივად დაიჰაკოს ერთი დავირუსებული ელექტრონული წიგნის საშუალებითაც კი. ებრაული კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Check Point-ის კვლევის მიხედვით, ერთი დავირუსებული წიგნის გახსნამ ჰაკერებს, შესაძლოა, წვდომა სრულ ბიბლიოთეკაზე მისცეს. გარდა ამისა, ჰაკერებს შეეძლებათ ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაც, რაც მათ საშუალებას მისცემს დაეუფლონ მომხმარებლის Amazon-ის ანგარიშს და მოიხმარონ ის საკუთარი სურვილისამებრ.

საინტერესოა ისიც, რომ Kindle შესაძლოა Wi-fi-ზე დაკავშირებული სხვა მოწყობილობებში შესაღწევადაც გამოიყენონ. ებრაული კომპანიის, Check Point-ის კიბერ კვლევების ხელმძღვანელმა, იანივ ბალმასმა, ეს აღმოჩენა ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად მიიღო. მან შექმნა დავირუსებული ელექტრონული წიგნი, რომელმაც Kindle-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში სისტემური შეცდომა, ე.წ ბაგი აღმოაჩინა და მოწყობილობაში სწორედ ამ გზით შეაღწია. ამან კი კიბერმკვლევარს შესაძლებლობა მისცა წვდომა ჰქონოდა Kindle-ის მეხსიერებაზე.

თუმცა, ამაზონმა, აღნიშნული სისტემური ხარვეზი განახლების საშუალებით გამოასწორა. ებრაული კომპანიის კვლევა 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, Kindle-ის განახლება კი აპრილში გამოვიდა და ყველა იმ მოწყობილობის ხარვეზი გამოასწორა, რომელიც ინტერნეტთან დაკავშირებული იყო. საინტერესოა ისიც, რომ ამაზონს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მაგრამ არსებობს კითხვები სამომავლო პრობლემებთან დაკავშირებით. სფეროს ექსპერტების მოსაზრებით მომხმარებლებს გაუჭირდებათ ენდონ ამაზონის წიგნის ბაზარზე ატვირთულ წიგნებს, რომელთაც არ აქვთ ავტორიზაცია. სახიფათო იქნება ნებისმიერი პლატფორმიდან ელექტრონული წიგნების გადმოწერაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *