Amazon-ის მიერ შექმნილი კოვიდ-ტესტის გამოყენებაზე FDA-მა ავტორიზაცია გასცა

Amazon-ის მიერ შექმნილი კოვიდ-ტესტის გამოყენებაზე FDA-მა ავტორიზაცია გასცა

Amazon-მა კორონავირუსის სწრაფი ტესტის გამოყენებაზე აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციისგან ავტორიზაცია მიიღო. საუბარია სახლში გასაკეთებელ ტესტებზე, რომლებზეც კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის დიდი ხანია, მუშაობდა.

კომპანია თანამშრომლების  კორონავირუსზე შემოწმებას სწორედ აღნიშნული ტესტებით გეგმავს. Amazon-ის ტესტით თანამშრომლებს შეუძლიათ, ცხვირიდან ნაცხი თავადვე აიღონ და სპეციალურ ყუთში მოათავსონ, რომელსაც Amazon-ი  ლაბორატორიას გადასცემს.

კოვიდ-ტესტი STS Lab Holdco-მ შექმნა, რომელსაც Amazon-ი ფლობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კომპანია აღნიშნული ტესტების კომერციალიზაციას.

Amazon-მა საკუთარი ტესტების შექმნაში უდიდესი რესურსი ჩადო, რათა 1.3 მილიონი თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება  სწრაფად და ორგანიზებულად შეძლოს. მეტიც, კომპანიას საკუთარი დიაგნოსტიკური ლაბორატორიებიც აქვს, ერთი – კენტუკის, მეორე კი კალიფორნიის შტატში.

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში, მსოფლიოში უმსხვილესმა რიტეილერმა განაცხადა, რომ კომპანიაში მომუშავეთაგან კორონავირუსით დაახლოებით 20,000 ადამიანი იყო დაინფიცირებული. მანამდე Amazon-ის თანამშრომლები კომპანიის სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ Amazon-ი მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *