ანგარიში: ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ევროპაში ახალი სამსახურების პერსპექტივებს აჩენს

ანგარიში: ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ევროპაში ახალი სამსახურების პერსპექტივებს აჩენს

სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ელექტრო მანქანებზე გადასვლა ავტოინდუსტრიას დიდი ცვლილებების განხორციელებისაკენ უბიძგებს, ევროკავშირს კი აიძულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გადაკვალიფიცირების პროგრამებში, რათა მუშახელს ნულოვანი გამონაბოლქვის მომავალში ცხოვრება გაუადვილოს.

Boston Consulting Group-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2030 წლისათვის ევროპული ავტო ინდუსტრიის დასაქმების მაჩვენებელი 1%-ით დაეცემა შიდა წვის ძრავიანი მანქანებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის მიზეზით. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ევროპაში ავტოინდუსტრიაში 5.7 მილიონი ადამიანია დასაქმებული.

თუმცა, შიდა წვის ძრავებთან დაკავშირებული მწარმოებლებისა და ტრადიციული მიმწოდებლების სექტორში სამუშაო ადგილები 20%-დან 42%-მდე შემცირდება და დაახლოებით 500,000 პოზიციას გააქრობს. თუმცა დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიის სფეროსთან დაკავშირებულ სექტორებში, რაც დაახლოებით 300,000 ახალი პოზიციას გააჩენს.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა კომისიამ 2035 წლისათვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

ავტომწარმოებლები უკვე იძლევიან გაფრთხილებას, რომ ტრადიციული ავტომობილების საწარმოებში სამუშაო ადგილების შემცირებას შესაძლოა იქ დასაქმებულთათვის სავალალო შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ აქტიურად განახორციელოს გადაკვალიფიცირების პროგრამები, რათა მუშა ხელისათვის აღნიშნული რევოლუციური პროცესი უმტკივნეულო იყოს.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ პროცესში ევროკავშირი, სახელმწიფოები და კომპანიები თანაბრად უნდა ჩაერთონ და ახალი სამუშაო ადგილების პერსპექტივები დღესდღეობით არსებულ სამუშაო ძალას მაქსიმალურად დაუახლოვონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *