Anthropic-მა მონაცემთა ცენტრებისთვის გაზზე მომუშავე გენერატორების შესაძენად $3.4-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

Anthropic-მა მონაცემთა ცენტრებისთვის გაზზე მომუშავე გენერატორების შესაძენად $3.4-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

ფოტო: datacenterdynamics.com

 

ხელოვნური ინტელექტის ამერიკულმა კომპანია Anthropic-მა, გაზზე მომუშავე გენერატორების შესაძენად $3.4 მილიარდის ღირებულების გარიგება გააფორმა. შეთანხმების პირობებით, Anthropic-ი ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში მდებარე OnePWR Solutions-ისგან 1.7 გიგავატი სიმძლავრის ელექტროგენერატორებზე მოიპოვებს წვდომას.

Anthropic-სა და OnePWR Solutions-ს შორის მიღწეული შეთანხმება AI-ინდუსტრიის ისტორიაში ენერგიის წარმოების მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი შესყიდვაა, რომელიც აჩვენებს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში  ტექნოლოგიური კომპანიები ენერგეტიკულ სექტორზე კონტროლის გაძლიერებას ცდილობენ.

OnePWR-ს გენერატორები ამერიკული კომპანია Caterpillar-ისთვის ორი წლით ადრე ჰქონდა შეკვეთილი, თუმცა გარიგების დასრულებისთვის დამატებითი დაფინანსება სჭირდებოდა. თავდაპირველად Anthropic-ი კომპანიისგან გენერატორების შეძენას გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, თავად აეღო პასუხისმგებლობა Caterpillar-ისთვის უკვე მიცემულ შეკვეთებზე.

ამ გზით Anthropic-მა იმ მოწყობილობებზე მიიღო წვდომა, რომლებიც OnePWR-ს ჯერ კიდევ შედარებით დაბალ ფასად ჰქონდა შესყიდული. შესაბამისად, კომპანია გენერატორებს შედარებით მოკლე ვადაში, სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მიიღებს. შედეგად გამოვიდა, რომ Anthropic-ს არც OnePWR-ის სრულად შესყიდვა უცდია და არც მხოლოდ გენერატორების ყიდვით შემოფარგლულა. მან წვდომა მიიღო წლების წინ შეკვეთილ მოწყობილობებზე, რომელთა ფასიც ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.