Apple-ის კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ ეს გაყიდვების ზრდის წყალობით შეძლო, რაც მოიცავს iCloud-ს, App Store-სა და საკრედიტო ბარათების ბიზნესს.

Apple-ის გაყიდვებმა სამთვიანი პერიოდის განმავლობაში 94.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში კომპანიის მოგება თითო აქციაზე $1.52-ს გაუტოლდა. შედარებისთვის, ანალიტიკოსების მოლოდინით ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვების მაჩვენებელი $92.9 მილიარდი და თითო აქციაზე მოგება 1.43 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.

ხაზგასასმელია, რომ ეს Apple-ის სერვისების ბიზნესისთვის საუკეთესო კვარტალი იყო, ასევე გაზაფხულის საუკეთესო კვარტალი iPhone-ის გაყიდვების კუთხით. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ანგარიშის თანმხლებ განცხადებაში ისაუბრა. რაც შეეხება ნაჩვენებ შედეგებს: სერვისების ბიზნესის შემოსავალმა 20.9 მილიარდი აშშ დოლარი, iPhone-ის გაყიდვებმა კი $51.3 მილიარდი შეადგინა.

საზოგადოებისთვის ფინანსური ანგარიშის გაზიარების შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ Apple-ი, $2.65-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად.