Apple-მა, Google-მა და Microsoft-მა მეორე კვარტალში $57 მლრდ დოლარის მოგება ნახეს

Apple-მა, Google-მა და Microsoft-მა მეორე კვარტალში $57 მლრდ დოლარის მოგება  ნახეს

კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა გაციფრულების ტენდენციამ მსოფლიოს უდიდეს ტექკომპანიებს  კოლოსალური  მოგება მოუტანა. იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიის შეზღუდვები ისეთი მკაცრი აღარ არის, ამ ტიპის კომპანიები ზრდას მაინც განაგრძობენ.

Amazon-მა, Google-მა და Microsoft-მა გუშინ გამოაცხადეს, რომ მეორე კვარტალში ერთობლივად 57 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღეს.

მხოლოდ Google-მა უკანასკნელ კვარტალში 18.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება ნახა, რაც უმეტესწილად ონლაინრეკლამებზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა. პანდემიის ფონზე, მომხმარებლების უმეტესობა კვლავ ონლაინ ვაჭრობს, ეს კი პროპორციულად მოქმედებს Google-ის შემოსავლებზეც. კომპანიის მთავარმა საძიებო რეკლამის ფუნქციამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 69%-იანი ზრდა განიცადა და შემოსავლების სახით 50.4 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

რაც შეეხება Apple-ს, მისმა კვარტალურმა შემოსავლების ანგარიშმა საფინანსო სექტორის გაოცება გამოიწვია. კომპანიის მონაცემებით, Apple-ის პროდუქციისა და კონკრეტულად iPhone-ების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი. ზრდით მიღებულმა შემოსავლებმა კი საერთო ჯამში 39.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ, როგორც წესი, წლის მეორე კვარტალი კომპანიისათვის გაყიდვების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. გარდა ამისა, წელს სრულიად სმარტფონების ინდუსტრია გლობალურად ჩიპების დეფიციტს განიცდიდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს Apple-სათვის ხელი არ შეუშლია.

Microsoft-ის მოგების მატების ასეთი მაჩვენებელი მის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. მაგალითისათვის, ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმა Teams-ს, რომელიც Microsoft-ის პროდუქტია, პანდემიისას ყოველთვიურად 250 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *