აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უმუშევრობის დონით სომხეთი და საქართველო ლიდერობენ – PMC კვლევითი ცენტრი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უმუშევრობის დონით სომხეთი და საქართველო ლიდერობენ – PMC  კვლევითი ცენტრი

20.2% და 18.5%–იანი მაჩვენებლით სომხეთი და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ლიდერობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

სომხეთსა და საქართველოს  9.5%-ით უკრაინა მოსდევს. მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 4.7% დაფიქსირდა, ბელარუსსა და აზერბაიჯანში კი – 5.2% და 6.2%.

2017-2019 წლებში, საქართველოში უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი, 4 პპ-იანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს მაჩვენებელს მოსდევს უკრაინა და ბელარუსი 1.3 და 0.9 პპ-ით. მოცემულ პერიოდში უმუშევრობის დონე სომხეთში 1.1% პპ-ით და მოლდოვაში 1 პპ-ით გაიზარდა.

COVID-19 კრიზისის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა, სადაც უმუშევრობა 0.39 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ყველაზე მეტად უმუშევრობის დონე სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიზარდა (1.4 პპ-თი). უკრაინასა და საქართველოში კი 1.3 და 0.9 პპ-ით ზრდა დააფიქსირა.

შედარებისთვის გამოყენებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს აღნიშნული ქვეყნების ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებისგან. საქართველოს მონაცემები იდენტურია საქსტატის მონაცემების.