საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი -3.6%-ია.
2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს. გარკვეული ორგანიზაციების პროგნოზით, კლება შესაძლოა -5.5%-მდე იყოს.