აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8 პროცენტით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 8.1%-ია. აპრილში დაფიქსირებული ასეთი მაღალი ზრდის ტემპი პირველ რიგში 2020 წლის საბაზისო ეფექტით არის გამოწვეული. გასული წლის აპრილში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკა 2019 წლის აპრილთან შედარებითაც გაზრდილია 21%-ით.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი საქართველოს ეკონომიკის 3.5%-ით ზრდას პროგნოზირებს.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.