სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 243 მილიონი დოლარით, 26%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 192 მილიონი დოლარით, 7.6%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 32%-ით შემცირდა და 36.3 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტი იზრდებოდა და ჯამში 21%-ით გაიზარდა. აპრილის ბოლოს კი ზრდა 6.2%-მდე შემცირდა.
აპრილში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 44 მილიონი დოლარით შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 17 მილიონი დოლარით, სომხეთში 17 მილიონი დოლარით, რუსეთში 7 მილიონი დოლარით, ხოლო უკრაინაში 6 მილიონი დოლარით.