აქსელმა Investment Ecosystem Conference გამართა

აქსელმა Investment Ecosystem Conference გამართა

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, „ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80-მდე ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

30 აპრილს აქსელმა Orient Logic, OL Academy და Codevice-სთან პარტნიორობით საინვესტიციო კონფერენცია – Investment Ecosystem Conference – გამართა. ღონისძიება სასტუმრო სტამბას საკონფერენციო სივრცეებსა და რუფტოპზე გაიმართა.

კონფერენციის მსვლელობა

კონფერენცია აქსელის დახურული საინვესტიციო შეხვედრით გაიხსნა, რომელსაც 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, აქსელის არსებული და პოტენციური წევრები. სესია 3 ტექნოლოგიური სტარტაპის პრეზენტაციებსა და კითხვა-პასუხის ნაწილს აერთიანებდა. სტარტაპების – Brandergate, Promofy და QuickShipper – მიზანი აქსელის წევრებისგან ანგელოზი ინვესტიციის მოპოვება იყო. პროცესის მსვლელობის დასრულებას კი აქსელი თავად გაუწევს მოდერირებას მომდევნო კვირების განმავლობაში.

დახურული საინვესტიციო შეხვედრა ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორებთან ნეთვორქინგის სესიით გაგრძელდა. მათ რიგებში, ასევე, იყვნენ საინვესტიციო ფონდებისა და სტარტაპების წარმომადგენლები.

ნეთვორქინგს, ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი — 2 პანელური დისკუსია მოჰყვა. პანელურ დისკუსიებს მოდერირებდნენ ანუკი რობაქიძე — სტარტაპ Theneo-ს დამფუძნებელი და ირო ცაგარეიშვილი — აქსელის მმართველი დირექტორი. დისკუსიებში მონაწილე ინვესტორებმა და სტარტაპებმა ეკოსისტემის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ამასთან, დამწყებ სტარტაპერებს გაუზიარეს რჩევები, თუ რაზე ფოკუსირდნენ ბიზნესის დაწყებისას და როგორ დასახონ სწორი პრიორიტეტები.

ფორმალური სესიის ბოლოს, ღონისძიების სტუმრებმა 10 ტექნოლოგიური სტარტაპის Elevator Pitch-ები მოისმინეს. კონფერენციის ამ ნაწილში გამომსვლელებს სურდათ, საუკეთესოდ წარმოეჩინათ საკუთარი სტარტაპები მხოლოდ 1 წუთში და გამოეწვიათ აუდიტორიის ინტერესი.

სესიის მიზანი აქსელის წევრების მომავალი საინვესტიციო შეხვედრებისთვის მომზადებაა.

კონფერენცია სტამბას რუფტოპზე, არაფორმალური ნაწილით: მუსიკით, ვახშმით, ერთმანეთთან საკომუნიკაციო თავისუფალი დროითა და საინტერესო დიალოგებით დასრულდა.

ღონისძიების პარტნიორები

აქსელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენდნენ: Kutaisi International University, GEC Consulting, Grant Thornton Georgia, Sakartvelo Insight, Kettari Foundation, Binance, Adjara Group.

კონფერენციის პარტნიორები იყვნენ: Chivas Regal, Efes Georgia, Anapea Wines, Qari, Likani, რომლებიც დამსწრეებს თავიანთი პროდუქტებით გაუმასპინძლდნენ, გადასცეს საჩუქრები და შექმნეს კომფორტული გარემო.

დამატებითი დეტალები

აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ქართული თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. S

 

თუ გსურთ დაესწროთ აქსელის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://lnkd.in/dXjBQ9V5

თუ გსურთ, მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი სტარტაპით წარდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://lnkd.in/dsW8ufGh

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიწეროთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები და თვალი ადევნოთ სიახლეებს: