Aramco-ს CEO: რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გლობალური ენერგოკრიზისი დააჩქარა

Aramco-ს CEO: რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გლობალური ენერგოკრიზისი დააჩქარა

არაბული ნავთობკომპანიის, Saudi Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორის, ამინ ნასერის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები გლობალურ ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს. აღნიშნულის შესახებ ამინ ნასერმა ინდუსტრიისათვის მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა.

ამინ ნასერმა ენერგოპოლიტიკის გლობალური ცვლილების პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი გარკვეულ ნიშნებს ამ პროცესის შესახებაც იძლევა.

„ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში შემცირებული ინვესტიციების პარალელურად, ჩვენს ინდუსტრიაზე მოთხოვნა იზრდება, რაც წარმოების გაზრდისაკენ გვიბიძგებს“ – აღნიშნა მან.

„ნავთობის მიწოდების დეფიციტის შესამსუბუქებლად ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები შეზღუდულია. ყველაზე ეფექტური ამ მოცემულობაში მსოფლიო მოთხოვნის 2%-ის მოპოვება, ანუ დაახლოებით 2 მილიონი ბარელის წარმოებაა.“ – განაცხადა ამინ ნასერმა.

ცნობისათვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ უარი განაცხადა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ევროკავშირიც გეგმავს.

დატოვე კომენტარი

73 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *