აშშ და გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის 5 სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

აშშ და გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის 5 სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 5 სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Kyiv Independent-ი წერს.

ბორის პისტორიუსის განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით გააქტიურებული დარტმების პარალელურად გაკეთდა. Kyiv Independent-ის ცნობით, შეტევებისთვის ბალისტიკური რაკეტებიც არის გამოყენებული, რომელთა ჩამოგდება მხოლოდ მოწინავე  Patriot-ებს შეუძლია.

21 ივლისის ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასობრივი საჰაერო დარტყმები დაიწყო, რომლის დროსაც 426 „შაჰედის“ ტიპის დრონი, „კინჟალის“ საჰაერო ბალისტიკური რაკეტები, ასევე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 29-ე შეხვედრაზე (რომელიც ცნობილია, როგორც „რამშტაინის ჯგუფი“) გამოსვლისას, პისტორიუსმა განაცხადა, რომ მან შეთანხმებას აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს მიაღწია. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ პარტნიორებთან სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით კოორდინაცია უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

აშშ-ში წარმოებული Patriot-ის სისტემები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ სისტემებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალება და ქალაქების მასშტაბური დარტყმებისგან დაცვა შეუძლია.

იხილეთ ასევე: რა არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი და რატომ ითხოვს მას უკრაინა?