აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსული ობლიგაციების შეძენა აეკრძალათ

აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსული ობლიგაციების შეძენა აეკრძალათ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ 14 ივნისის შემდეგ გამოცემული რუსული ობლიგაციების შეძენა.

კანონის თანახმად, კომპანიას სპეციალური ლიცენზიის ან საგარეო აქტივების მაკონტროლებელი განყოფილების ნებართვის გარეშე ეკრძალება ნებისმიერი ვალუტით შეფასებული ობლიგაციების ყიდვა, თუ ისინი 14 ივნისის შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ეროვნული სიმდიდრის ფონდმა ან რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ  გამოსცა. ფინანსურ ინსტიტუტებს ჩამოთვლილი ორგანიზაციებისთვის ფულის სესხებაც ეკრძალებათ.

ტერმინში – „აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტები“ იგულისხმება ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან დეპოზიტთა შენახვის, ვალუტის გადაცვლის, სესხის გაცემის, დაზღვევის პროცესთან ან ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო ვადიანი გარიგებების გამოცემასთან. ტერმინი აერთიანებს სადეპოზიტო ინსტიტუტებს, ბანკებს, საინვესტიციო კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების დილერებსა და ბროკერებს და სხვა ფინანსურ ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიებს.

კანონი ვრცელდება აშშ-ში მდებარე ყველა ფინანსურ ორგანიზაციაზე და, ამასთანავე, ამერიკული კომპანიების საზღვარგარეთ გახსნილ ფილიალებზე.