აშშ-ის თავდაცვის უმსხვილესი კონტრაქტორები

აშშ-ის თავდაცვის უმსხვილესი კონტრაქტორები

2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტმა 609.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც აშშ-ის თითოეულ მოსახლეზე $1,819-ს უდრის.

მართალია, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინდუსტრიაში თავდაცვის კონტრაქტორების მცირე რაოდენობა დომინირებს, თუმცა მათი უმეტესობა შესაძლებლობების დივერსიფიცირებულ სპექტრს უზრუნველყოფს – საბრძოლო მასალითა და ბირთვული წყალქვეშა ნავებით დაწყებული, IT-ინფრასტრუქტურის მართვის სერვისებით დამთავრებული.

Visual Capitalist-მა, თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე, აშშ-ის თავდაცვის უმსხვილესი კონტრაქტორების სია შემოგვთავაზა. ჩამონათვალში კომპანიები მათთან გაფორმებული კონტრაქტების საერთო ღირებულების მიხედვითაა დალაგებული.

61.4 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებით, სიას Lockheed Martin-ი დიდი უპირატესობით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მან პენტაგონისა და მოკავშირეებისთვის 30 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეასრულა, რომელიც F-35 გამანადგურებლების აგებას ითვალისწინებდა. ამასთან ერთად, Lockheed Martin-ს მიენიჭა კონტრაქტები ზუსტი დარტყმის რაკეტებისა და ბირთვული კოსმოსური ხომალდების წარმოებისთვის.

შემდეგ მოდის RTX, ყოფილი Raytheon Technologies-ი, 24.1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებით. ის მსოფლიოში თავდაცვის სფეროს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. RTX-ის ღირებულება 183 მილიარდი დოლარია, რაშიც დიდი წვლილი მის სარაკეტო სისტემებს, ავიაციასა და მოწინავე ტექნოლოგიებს მიუძღვის.

მესამე ადგილზე ვირჯინიაში დაფუძნებული General Dynamics-ია, რომელიც ყველაზე მეტ შემოსავალს თავისი IT-სისტემებიდან და საზღვაო ქვეითების განყოფილებებიდან გამოიმუშავებს.

საერთო ჯამში, თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი კონტრაქტორების რაოდენობა 1990-იან წლებში 51-დან დღეს მხოლოდ ხუთამდეა შემცირებული. ამ მემკვიდრეობით მიღებულ კომპანიებს შორისაა: Lockheed Martin-ი, RTX Corporation-ი, General Dynamics-ი, Boeing-ი და Northrop Grumman-ი.

წარმოგიდგენთ აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულების მიხედვით თავდაცვის სფეროს ტოპ-10 კომპანიას:

პოზიციაკომპანიაკონტრაქტების ღირებულება
1Lockheed Martin$61.4 მილიარდი
2RTX$24.1 მილიარდი
3General Dynamics$22.9 მილიარდი
4Boeing$20.1 მილიარდი
5Northrop Grumman$16.3 მილიარდი
6Huntington Ingalls$10.5 მილიარდი
7Humana$7.8 მილიარდი
8L3Harris Technologies$7.5 მილიარდი
9BAE Systems$7.0 მილიარდი
10Cencora$4.4 მილიარდი