აშშ-მ Huawei-ს ავტომობილების ჩიპების შესაძენად ნებართვა მისცა

აშშ-მ Huawei-ს ავტომობილების ჩიპების შესაძენად ნებართვა მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების სალიცენზიო განაცხადი დაამტკიცეს ჩინეთის შავ სიაში მყოფი სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-სთვის. კომპანიას საავტომობილო ჩიპების შეძენა სურს მზარდი ავტონაწილების ბიზნესისათვის.

მსოფლიოს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კომპანია Huawei, დონალდ ტრამპის მიერ სმარტფონების ბიზნესში გამოყენებული ჩიპებისა და სხვა კომპონენტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვის გამო, სავაჭრო შეზღუდვებით მნიშვნელოვნად შეფერხდა. საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენიც მომხრე იყო აღნიშნული მკაცრი პოლიტიკისა და უარს ამბობდა Huawei-სთვის ჩიპების მიყიდვის ლიცენზიების გაცემაზე, 5G მოწყობილობებში გამოსაყენებლად.

თუმცა, ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში საკითხთან დაახლოებულმა პირებმა სააგენტო Reuters-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიცენზია მიანიჭა მიმწოდებლებს, მიჰყიდონ ჩიპები Huawei-ს. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ნებართვის გაცემა დაემთხვა კომპანიის მიერ საკუთარი საქმიანობის ისეთი პროფილისაკენ მიმართვას, რომელიც ნაკლებადაა მგრძნობიარე აშშ-ის სავაჭრო აკრძალვებისადმი.

აღნიშნული გადაწყვეტილებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. რესპუბლიკელი სენატორი, ტომ კოტონი წარსულში Huawei-ს მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრე იყო. ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მისი კრიტიკა დაიმსახურა. ტომ კოტონის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეამციროს ზეწოლა ჩინური შპიონაჟის კომპანია Huawei-ზე ყოვლად მიუღებელია.

ლიცენზიების გამცემ ორგანოსთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, შესაძლოა, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დამტკიცებული ავტომობილების ჩიპების ლიცენზია  უკავშირდებოდეს სატრანსპორტო საშუალების იმ კომპონენტებსაც, რომლებსაც 5G შესაძლებლობები ექნება.