Samsung-ს მოპარული ტელევიზორების დისტანციურად გათიშვა შეეძლება

Samsung-ს მოპარული ტელევიზორების დისტანციურად გათიშვა შეეძლება

Samsung-მა ახალი ფუნქციონალი წარმოადგინა, რომლის საშუალებითაც ტელევიზორების გათიშვა დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი, იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენენ, რომ რომელიმე ერთეული მოიპარეს. ახალ შესაძლებლობას „ტელევიზორის დაბლოკვის ფუნქცია“ ერქმევა. როგორც ჩანს, სამსუნგმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე პროტესტისა და არეულობების დროს, Samsung-ის საწყობებიდან ტელევიზორები მოიპარეს.

Samsung-ის განცხადებით, ფუნქცია უკვე სამსუნგის ყველა ტელეპროდუქტშია ჩატვირთული და უზრუნველყოფს, რომ ტელევიზორით მხოლოდ მისმა კანონიერმა მფლობელებმა ისარგებლონ.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, კომპანია აღნიშნული ფუნქციის გამოყენებას მხოლოდ ფართო ქურდობების აღმოფხვრის მიზნით აპირებს, თუ ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის მომსახურებას გაწევასაც ისახავს მიზნად.

ტელევიზორის დაბლოკვის ფუნქციის გასააქტიურებლად Samsung-ს მოპარული ერთეულის სერიული კოდის ცოდნა ესაჭიროება. ტელევიზორის ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ კი ის შეამოწმებს სერიულ კოდებს საკუთარ სერვერზე და დამთხვევის შემთხვევაში გამორთავს მას.

სამხრეთ აფრიკაში მოპარული ტელევიზორებისათვის აღნიშნული ფუნქციის გამოყენება მარტივი აღმოჩნდა, ვინაიდან ერთეულები Samsung-ის საწყობიდან წაიღეს და შესაბამისად, მისი აღრიცხვაც კომპანიას განხორციელებული ჰქონდა. აქედან გამომდინარე, იმავე ფუნქციით სარგებლობა შედარებით რთული იქნება ინდივიდუალური მფლობელების შემთხვევაში თუკი მათ ტელევიზორებს მოიპარავენ. ასეთი ვითარებისას, პროტოკოლის მიხედვით, ტელევიზორის მფლობელმა საკუთარი ნივთის სერიული კოდი სამსუნგს თავად უნდა შეატყობინოს და ტელევიზორის გათიშვა მოსთხოვოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *