აშშ აღარ იქნება შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის „მოლაპარაკებებში წვლილის მეთოდოლოგიას“ ცვლის და შეხვედრებისთვის „მსოფლიოს გარშემო ფრენებს“ აღარ აპირებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას შეხვედრების შუამავლობისთვის; ეს ახლა ორი მხარის ხელშია და დროა, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ჟურნალისტებთან.
ეს ყველაფერი კი მას შემდეგ ხდება, რაც აშშ-მა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა უფრო ხელსაყრელი პირობებით, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. დონალდ ტრამპმა, როგორც წყაროები იუწყებიან, ასევე ხელი მოაწერა მისი ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების პირველი რაუნდის განხორციელებას.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კიევმა და მოსკოვმა ახლა უნდა წარმოადგინონ „კონკრეტული“ წინადადებები ომის დასრულების შესახებ და კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.