AstraZeneca-ს ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი სიკვდილიანობის რისკს ამცირებს

AstraZeneca-ს ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი სიკვდილიანობის რისკს ამცირებს

კლინიკური კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი Enhertu, დაავადების საწყისი ეტაპიდან მნიშვნელოვნად ამცირებს ქალებში როგორც დაავადების პროგრესირებას, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს მქონე ქალებში, დაავადების საწყისი ფორმის დროს, რომელიც სიმსივნის სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე გავრცელებას გულისხმობს, Enhertu-ს პრეპარატი სიკვდილისა და დაავადების პროგრესირების რისკს Kadcyla-სთან შედარებით 72%-ით ამცირებს. Kadcyla ამჟამად დაავადების სტანდარტული მკურნალობისთვის გამოიყენება და Roche Holding-ის მიერაა წარმოებული.

DESTINY-Breast03-ის კვლევის ფარგლებში Kadcyla-სა და Enhertu-ს პრეპარატები იმ ხუთას ქალში შემოწმდა, რომელთა სიმსივნეებიც ცილის მაღალ დონეს HER2-ს ქმნის და დაავადების ადრეულ მკურნალობას ექვემდებარება. AstraZeneca-ს ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ძუძუს მეტასტაზური კიბოს კვლევაში მსგავსი ტიპის შედეგი პირველად მიიღეს.

სამედიცინო პრესკონფერენციაზე გაზიარებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ Enhertu-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც მკურნალობის ადრეულ სტადიაზე, ასევე სიმსივნის სხვადასხვა ფორმებზე. ამჟამად პრეპარატი გამოიყენება ეგრეთ წოდებული მესამე რიგის მკურნალობისთვის, რაც გულისხმობს მის გამოყენებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალობის წინა ორი ფორმა დაავადების პროგრესირებას ვერ აჩერებს. უახლესი შედეგები კი გზას უხსნის AstraZeneca-ს პრეპარატის მკურნალობის ადრეულ პერიოდშივე გამოყენებას.

Enhertu-ს ორგანიზმზე ზემოქმედება სიმსივნეების ადგილას ქიმიოთერაპიის დოზის მიწოდებას გულისხმობს. შესაბამისად, ის არ მოქმედებს ჯანსაღ ქსოვილებზე ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც ერთმანეთისგან ჯანსაღ და დაავადებულ უჯრედებს ვერ ასხვავებს. კვლევების თანახმად, იმ ქალებში, რომლებიც Enhertu-ს პრეპარატით მკურნალობდნენ, ერთი წლის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნებოდა, განსხვავებით Kadcyla-გან, სადაც იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 34,1%-ს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოვიდ-ვაქცინის მწარმოებელია. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში კომპანია განსაკუთრებით დიდი ინვესტიციებით ონკოლოგიურ კვლევებში გამოირჩეოდა. ყველაზე დიდი ფსონი კი AstraZeneca-მ Enhertu-ს პრეპარატზე დადო და მის აქციებზე უფლება იაპონური Daiichi-Sankyo-სგან, 2019 წელს პრეპარატის თავდაპირველი მწარმოებლისგან $6.9 მილიარდად შეიძინა. Enhertu-ს შეუძლია გაყიდვებით AstraZeneca-ს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოუტანოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *